გარდაიცვალა სტელა რიმინგტონი - MI5-ის პირველი ქალი შეფი და ლედი M-ის პროტოტიპი

გარდაიცვალა ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის, MI5-ის პირველი ქალი შეფი და ლედი M-ს პერსონაჟის პროტოტიპი ჯეიმს ბონდის კინემატოგრაფიულ სამყაროში.
Catch Up Quick: რიმინგტონი 90 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - ოჯახი არ აკონკრეტებს თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი.
- საგანგებო განცხადება გაავრცელა უსაფრთხოების სამსახურმაც - "სტელამ დაამსხვრია ძველი ბარიერები და ყველას გვაჩვენა მრავალფეროვნების მნიშვნელობა"- ნათქვამია სამსახურის მოქმედი დირექტორის, კენ მაკკალუმის შეტყობინებაში.
- MI5-ში გატარებული თითქმის 30 წლის განმავლობაში რიმინგტონმა პრაქტიკულად ყველა საფახერი გიარა - მისი კარიერა 1965 წელს ინდოეთში, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე მბეჭდავის პოსტიდან დაიწყო - ამ დროს რიმინგტონი ნიუ-დელიში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც დიპლომატიურ უწყებაში მსახურობდა.
- ყველაფერთან ერთად სტელა რიმინგტონი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად ძალოვანი უწყებების ისტორიაში პირველი ოფიციალურად აღიარებული დირექტორი - რიმინგტონი პირველი იყო ასევე იმ დირექტორებს შორის, რომელთა ფოტოებიც ოფიციალურად დაიჭეჭდა.
- ათწლეულეობის განმავლობაში ბრიტანეთისა დაზვერვისა და უსაფრთხოების უწყებები არათუ დირექტორებისა და თანამშრომლობის, არამედ თავიანთი უწყების არსებობასაც არ აღიარებდნენ ოფიციალურ დონეზე.
- რიმინგტონის მეთაურობის ქვეშ სამსახურმა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები გაიარა, მათ შორის შეიცვალა შტაბ ბინაც, რომელიც ამჟამად ტემზ ჰაუსის სახელით ცნობილ შენობაში მდებარეობს.
- უსაფრთხოების სამსახურში სრულფასოვანი კარიერა რიმინგტონმა 1969 წელს ინდოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული რიმინგტონი მუშაობდა დაზვერვის, კონტრდაზვერვის, კონტსაბოტაჟისა და კონტრტერორისტული მიმართულებებით.
- უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად რიმინგტონი 1992 წელს დაინიშნა - ავტობიოგრაფიულ წიგნში რიმინგტონი წერს, რომ დირექტორობის პოსტზე გატარებული დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ირლანდიის რესპუბლიკური არმიისგან (IRA) მომავალ საფრთხის აღმოფხვრას დაუთმო.
- სტელა რიმინგტონის სახელს უკავშირდება ბრიტანეთი უსაფრთხოების სამსახურების არქივების ნაწილობრივი გასაჯაროვების პრაქტიკის დაწყებაც - მანამდე ორგანიზაცია უკიდურესად დახურულ უწყებად რჩებოდა.
- 1996 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, რიმინგტონმა სხვა ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრების მსგავსად (იან ფლემინგი, ჯონ ლე კარე) მწერლური კარიერა დაიწყო - ამ კუთხით მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები გამოგონილ ქალ სუპერაგენტს, ლიზ კარლაილს უკავშირდება.
- ბრიტანული მედიის ცნობით, სწორედ რიმინგტონი გახდა ჯეიმს ბონდის კინოსამყაროში გაჩენილი პერსონაჟის, ლედი M-ის შთაგონება და პროტოტიპი - ბონდიანის ბოლო ციკლში M-is როლს, ბრიტანელი მსახიობი, ჯუდი დენჩი ასრულებს.