სტარმერი: ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენა NATO-ს მისია არ უნდა იყოს

გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ჰორმუზის სრუტეში სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა NATO-ს მისია არ უნდა იყოს. 

ჩაშლილად: სტარმერის აზრით პრობლემის მოგვარებას, უფრო ფართო ალიანსის ჩართულობა ესაჭიროება, რომელიც მოიცავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ასევე ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს.

  • "ჩვენ ვმუშაობთ სხვებთან ერთად, რომ გამოვიმუშაოთ ჰორმუზის სრუტის პრობლემის ეფექტური გადაწყვეტილება. მოდით განვმარტავ, ეს არ იყო და არ იქნება NATO-ს მისია". - თქვა სტარმერმა ჟურნალისტებთან.

წინარე ისტორია: აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება NATO-ს სთხოვა.

  • დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს „ძალიან ცუდი მომავალი“ ელის, თუ მოკავშირეები აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან. ეს არის პირდაპირი ულტიმატუმი ევროპული ქვეყნების მიმართ: ან შეუერთდით საომარ კამპანიას, ან ალიანსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ტრამპს მიაჩნია, რომ NATO "ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა". პრეზიდენტი განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ბრიტანეთის მიმართ გამოთქვამს, რომელსაც აშშ-ის ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს.

ოპერაციის შეფასება: ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი განადგურებულია: „ჩვენ ისინი ფაქტობრივად გავაქრეთ. აღარ ჰყავთ ფლოტი, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია - ყველაფერი გაქრა. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, წყალში ნაღმების ჩაყრით პრობლემების შექმნაა“.

რუსული ფაქტორი: ითხვაზე, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს სატელიტური მონაცემებით, ტრამპმა ორაზროვანი პასუხი გასცა: „არ ვიცი... მაგრამ შეიძლება იმის თქმაც, რომ ჩვენც გარკვეულწილად ვეხმარებოდით უკრაინას. რთულია უთხრა [პუტინს] რატომ გვესხმის თავს?', როცა ჩვენც იმავეს ვაკეთებდით“.

ჩინეთის ნაწილი: ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა გადადოს დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში და შეხვედრა სი ძინპინთან, თუ პეკინი ჰორმუზი სრუტის გახსნაში არ ჩაერთვება.

ციფრებში: ომის დაწყებიდან ნავთობის ფასი 45%-ით გაიზარდა და კვირა საღამოს ბარელზე 106 დოლარს მიაღწია. მიუხედავად აშშ-ის მცდელობისა, სრუტე კვლავ პარალიზებულია.

მსგავსი სიახლეები