მედია: რუსეთი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის

გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, რუსეთი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის.

ჩაშლილად: მედია სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში განთავსებული აშშ-ის სამხედრო ძალების შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის.

  • ერთ-ერთი წყაროს თქმით, მოსკოვმა თეირანს ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

  • "რუსეთმა ძალიან კარგად იცის, როგორ ვეხმარებით უკრაინას, ვფიქრობ შურისძიების კარგი საშუალება მიეცათ". - ამბობს ერთ-ერთი წყარო.

  • The Washington Post-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მასშტაბები ამ ეტაპზე უცნობია.

სიღრმისეულად: კარნეგის ფონდის რუსული სამხედრო ძალების ექსპერტმა, დარა მასიკოტმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ირანს ზუსტი იერიშები მიაქვს ამერიკულ რადარებზე.

  • რუსეთ-ირანის ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკოლ გრაევსკიმ განაცხადა, რომ ამ ომში ირანის დარტყმების ხარისხი გაცილებით გაუმჯობესებულია 2025 წლის 12-დღიან ომთან შედარებით.

  • სტატიის ავტორის აზრით, ამ ეტაპზე ირანს ჩინეთი სამხედრო დახმარებას არ უწევს.

  • მედიის წარმომადგენლებმა კომენტარისთვის აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირება სცადეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.

მსგავსი სიახლეები