ბრიტანეთი დამატებით 60 მილიონ ფაიზერის ვაქცინას ყიდულობს
გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების განცხადებით, ბრიტანეთი დამატებით 60 მილიონ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინას შეიძენს.
ჯამში ბრიტანეთმა 100 მილიონი AstraZeneca-ს და ამდენივე Pfizer-ის ვაქცინა იყიდა.
გაერთიანებული სამეფო ვაქცინის მარაგების შემოდგომამდე შევსებას გეგმავს, რადგან შესაძლოა ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. “booster”-ის საჭიროება დადგეს დღის წესრიგში.
“ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა უბრუნებს ადამიანებს თავისუფლებას, მაგრამ ყველაზე დიდ რისკს ჩვენ პროგრესს ვირუსის ახალი ვარიანტი უქმნის,” - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა.
გაერთიანებული სამეფოს რეგულატორმა ამ ეტაპზე სამ ვაქცინას მისცა ავტორიზაცია: BioNTech/Pfizer, Oxford/AstraZeneca და Moderna. გარდა ამისა, განხილვის პროცესშია Johnson & Johnson-ის და Novavax-ის ვაქცინები.