ბრიტანეთი: კიევის ალყა ჩავარდა, რუსეთმა შესაძლოა სხვა ფლანგიდან შეუტიოს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიისა და ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის მცირე ანალიზს აქვეყნებს.
- რუსეთის მრავალჯერადი მარცხები და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელი კონტრშოტევების ფონზე შეგვიძლია თითქმის აბსოლიტური სიზუსტით ვთქვათ, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს და ვერ მოაქცა კიევი ალყაში;
- რუსეთის განცხადებები და კიევის მიმართულებით საომარი მოქმედებების შემცირება შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსები შეეგუვნენ ფაქტს, რომ ინიციატივა დაკარგეს;
- მოსალოდნელია, რომ რუსეთი ძალებს და რესურსებს ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაისვრის და შეტევას დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით განავითარებს