უკრაინის სამხედრო დახმარების მოცულობა, ომის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა
2025 წელს, უკრაინა საერთაშორისო სამხედრო დახმარების მოცულობის შემცირებას განიცდის, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების (2022 წელი) შემდეგრ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტის მონაცემები მოწმობს, რომელიც მონაცემთა ბაზას Ukraine Support Tracker-ს აწარმოებს.
- 2022-2024 წლებში, უკრაინა ევროპის, აშშ-ისა და სხვა დონორებისგან საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 41.6 მილიარდ ევროს იღებდა.
- Ukraine Support Tracker-ის უახლესი მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან კიევისთვის მხოლოდ 32.5 მილიარდი ევრო გამოიყო.
- წინა მაჩვენებლის მისაღწევად, კილის ინსტიტუტის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ წლის ბოლომდე კიევმა დამატებით 9.1 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს, რაც, ბოლო თვეებთან შედარებით, გამოყოფილი თანხების ყოველთვიური მოცულობის ორჯერ მეტ ზრდას ნიშნავს.
რა მოხდა: კიევისთვის დახმარება მას შემდეგ შემცირდა, რაც წლის დასაწყისში ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს.
- Ukraine Support Tracker-ის მონაცემებით, სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპამ უკრაინას დაახლოებით 4.2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გამოუყო.
- ინსტიტუტის ცნობით, თუ ევროპული დახმარების ამჟამინდელი დინამიკა შენარჩუნდება, ეს არ იქნება საკმარისი, რომ კიევმა აშშ-ის მხარდაჭერის შემცირებით გამოწვეული დანაკარგები აანაზღაუროს.
დეტალები: ინსტიტუტის მონაცემები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში არსებულ განსხვავებას ასახავს.
- Ukraine Support Tracker-ის მიხედვით, გერმანიამ, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდეს სამხედრო დახმარება 2022–2024 წლებთან შედარებით
- გერმანიამ უკრაინის მხარდასაჭერად განკუთვნილი თანხის საშუალო ყოველთვიური მოცულობა თითქმის გაასამმაგა, ხოლო საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ორჯერ გაზარდეს.
- ამავდროულად, იტალიამ კიევის ისედაც მოკრძალებული მხარდაჭერა 2022–2024 წლებთან შედარებით 15%-ით შეამცირა, ხოლო ესპანეთს 2025 წელს ახალი სამხედრო დახმარების შესახებ საერთოდ არ უცნობებია.
კონტექსტი: Ukraine Support Tracker აკვირდება და რაოდენობრივად აფასებს უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 2022 წლის 24 იანვრიდან.
- მონაცემთა ბაზის ავტორები ითვალისწინებენ 41 ქვეყანას, კერძოდ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრებს, ავსტრალიას, სამხრეთ კორეას, ნორვეგიას, ახალ ზელანდიას, შვეიცარიას, თურქეთს, ჩინეთს, ტაივანს, ინდოეთსა და ისლანდიას.
-
რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას ფულისა და იარაღის სახით დაახლოებით 206 მილიარდი დოლარი გადასცეს, ხოლო აშშ-მა - დაახლოებით 133 მილიარდი.
-
აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მალევე შეწყვიტა. პირდაპირი მიწოდების ნაცვლად, აშშ-მა იარაღის ნატოს მოკავშირეებზე გაყიდვა დაიწყო, რომლებიც მას შემდგომ უკრაინას გადასცემენ.