ბრიტანეთი: რუსებმა მარიუპოლში შესაძლოა ფოსფორის იარაღი გამოიყენონ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის სიტუაციური ანალიზი განაახლა.

ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ფოსფორის შემცველი ქიმიური იარაღი გამოიყენონ.

უწყების თქმით, რუსებმა ფოსფორის იარაღი უკვე გამოიყენეს დონეცკის რეგიონში, რაზეც მანამდე უკრაინული მხარეც საუბრობდა.

რუსეთი დონეცკსა და ლუჰანსკში უკრაინულ პოზიციებზე ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე რუსული იერიშის მოგერიება შეძლეს და ოკუპანტების ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია გაანადგურეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი საომარ ოპერაციებში სულ უფრო მეტად იყენებს არამართვად რაკეტებს, რის გამოც მკვეთრადაა გაზრდილი მშვიდობიანი მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის დაშავების რისკი.

 

მსგავსი სიახლეები