ბრიტანეთი: რუსეთს საშუალო და უმცროს ოფიცრებს შორის ‘გამანადგურებელი’ დანაკარგი აქვს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი განაახლა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, ომის სამ თვეში რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის „გამანადგურებელი“ დანაკარგები ნახა.
უწყების შეფასებით, ოფიცრებს შორის მაღალი მსხვერპლი რუსეთის არმიაში სერჟანტების ნაკლებობამ გამოიწვია, რის გამოც უმცროს ოფიცრებს ფრონტის ხაზზე ტაქტიკური ოპერაციების სამეთაუროდ აგზავნიან.
ახალგაზრდა ოფიცრებს შორის დანაკარგს რუსეთის შეიარაღებული ძალებს სარდლობის და მართვის მიდგომების მოდერნიზაციას გაურთულებს, წერია ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ოფიცერთა კორპუსში დეფიციტი რუსეთს არსებული საბრძოლო ერთეულების - ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების - რეორგანიზებაშიც შეუშლის ხელს.
დანაკარგები გავლენას მოახდენს პირადი შემადგენლობის დისციპლინაზე და რუსი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთებას კიდევ უფრო დაასუსტებს, აცხადებს უწყება.