ბრიტანეთი საბრძოლო მასალის რეზერვების შესავსებად $3 მილიარდს დახარჯავს
გაერთიანებული სამეფო დამატებით 2.5 მილიარდ ფუნტს (დაახლოებით 3 მილიარდი დოლარს) დახარჯავს არმიის მარაგებსა და საბრძოლო მასალაზე.
ამ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინვესტიციის მიზანია ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა, სწრაფი რეაგირების ძალების გაძლიერება და მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე მეტი აქცენტის გაკეთება.
განახლებული თავდაცვის დოკუმენტი (DCP23) ითვალისწინებს უკრაინის ომის, როგორც ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის უფრო ფართო საფრთხის შესწავლას და "სანდო საბრძოლო ძალის" შექმნისთვის გეგმის ჩამოყალიბებას, რაც ლონდონს საშუალებას მისცემს "იმოქმედოს როგორც გლობალურმა მძიმეწონოსანმა ახლაც და მომავალშიც."
DCP23-ში საუბარია, თუ როგორ მოდერნიზდება ბრიტანეთის არმია და მოერგება "ცვალებად გლობალურ ლანდშაფტს," რაც გულისხმობს "მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ინვესტიციებისთვის პრიორიტეტს მინიჭებას."
"ეს თავდაცვის დოკუმენტი გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ მიდგომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება სამხედრო შესაძლებლობების წინა პლანზე და იქნება ლიდერი ქვეყანა ნატოში." - ნათქვამია დოკუმენტში.