ბრიტანეთი: უკრაინა საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ომის სიტუაციური ანალიზი განაახლა.
ანგარიშის თანახმად, უკრაინა საჰაერო სივრცის უდიდეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს, იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინული საზენიტო და საჰაერო ძალების წყობიდან გამოყვანას ვერ ახერხებს.
რუსული ავიაცია უკანასკნელ ხანებში ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში სახმელეთო იერიშის საჰაერო მხარდაჭერას ახორციელებს.
უკრაინის ჩრდილოეთსა და დასავლეთში ოკუპანტების საბრძოლო მოქმედებები შეზღუდულია და შორ მანძილზე დარტყმებით შემოიფარგლება.
ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი ოკუპირებული მარიუპოლის დაბომბვას აგრძელებს - არამართვადი საავიაციო ბომბებით - რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მატულობს.