ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ისლამისტმა ექსტრემისტმა ეკლესიაში მოკლა

 

პარასკევს, აღმოსავლეთ ლონდონში, დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად კონსერვატორი დეპუტატი დევიდ ამესი გარდაიცვალა. 

პოლიციამ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცა 25 წლის ეჭვმიტანილი მკვლელობის ადგილას დააკავეს. ის სომალური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქეა. გამოძიების თანახმად თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ოპოზიციის ლიდერი კიერ სტარმერი გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად მკვლელობის ადგილზე მივიდნენ.

თავდასხმისას 69 წლის ამესი საკუთარი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლებს კათოლიკურ ეკლესიაში ხვდებოდა. ბრიტანეთში პარლამენტის წევრები ამომრჩევლებს ხშირად ხვდებიან მათი საჭიროებების გასაგებად. შეხვედრებზე ისინი დაცვის გარეშე მიდიან და მხოლოდ რამდენიმე თანაშემწე ახლავთ.

ადგილობრივი გამოცემის Southend Echo-ს ცნობით, ამესს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ის იქვე გარდაიცვალა.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა პრიტი პატელმა გაანცხადა, რომ აუცილებელია პარლამენტის წევრების დაცვა გაძლიერდეს. 2016 წელს ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტმა ლეიბორისტული პარტიდან პარლამენტის წევრი ჯო კოქსი მოკლა, რომელიც ბრექსიტის მოწინააღმდეგე იყო.

 

მსგავსი სიახლეები