ბრიტანეთმა რუსეთის ФСБ შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა

რუსეთი ბრიტანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის გრძელვადიან, მაგრამ წარუმატებელ მცდელობებს ახორციელებს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჩარევის სამიზნეები არიან პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე ჟურნალისტები. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და სანქციები დააწესა იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

"7 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების არაერთი მცდელობა გამოავლინეს, რომლის კიბეროპერაციების სამიზნეც მაღალი რანგის პირები და ორგანიზაციები იყვნენ. მთავრობა თვლის, რომ ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ მიღებული ინფორმაცია ბრიტანეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის გამოეყენებინათ," - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთის ФСБ-ს ერთ-ერთი განყოფილება (მე-18 ცენტრი) ჩართულია რიგ ონლაინ სადაზვერვო ოპერაციებში. ისინი განხორციელდა Star Blizzard-ის დაჯგუფების მიერ, რომელიც, სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის თანახმად,რუსეთის ФСБ-ს ექვემდებარება.

მთავრობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ თავდასხმას დოკუმენტების გაჟონვა მოჰყვა, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკასა და დემოკრატიაში ჩარევის მცდელობები წარმატებული არ იყო.

გამოძიების შედეგად დაწესებული სანქციები ეხება Star Blizzard-ის ორ წევრს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ბრიტანული ორგანიზაციების კონფიდენციალურ მონაცემებზე არაავტორიზებულ წვდომასა და ქურდობაში.

მსგავსი სიახლეები