ბუდანოვი: რუსეთმა 5 იანვარს მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყება გადაწყვიტა
რუსეთის ფედერაციას დიდი პრობლემები აქვს უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფების დაკომპლექტებასთან და ახლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მათ უკვე აკლიათ ცოცხალი ძალა, ამის საფუძველზე განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მობილიზაციის მორიგი ტალღა 5 იანვრიდან დაიწყონ. არ ვიცი, 5 იანვარს გამოაცხადებენ თუ არა. თუმცა, გეგმაში 5 იანვარს არის. ამას გამოაცხადებენ 5-ში ან პირობითად 9-ში - ეს, პრინციპში, არაფერს შეცვლის. მათ მოუწევთ მობილიზაციიბის ახალი ტალღის დაწყება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ თითქოსდა დასრულებული მობილიზაცია არ შეჩერებულა - გრძელდება და ახლა მთელი სისწრაფით ხდება ხალხის მობილიზება ომისთვის", - განაცხადა მან.