ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის C-300-ის რაკეტების გადაცემას

ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის C-300-ის საზენიტო რაკეტების გადაცემას. 

წყაროების ცნობით, საკითხზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვდა, ხოლო პრო-რუსული განწყობებით გამორჩეული სოციალისტურმა პარტია სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. 

ბულგარეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ რუსეთის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურში ამბობენ, რომ ბულგარეთის გადაწყვეტილება არღვევს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბულგარეთს არ აქვს უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს რუსეთისგან მიღებული შეიარაღება. 

"მოვუწოდებთ ბულგარულ მხარეს გადახედონ გადაწყვეტილებას და არ დაუშვან საერთაშორისო ნორმების დარღვევა",- ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. 

კონტექსტი 

გაზაფხულზე ქსელში გაჟონილ ე.წ. პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ უკრაინას ეწურება საბჭოთა წარმოების საზენიტო კომპლექსების რაკეტების მარაგი. თავის მხრივ საბჭოთა სისტემებზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის დიდი წილი მოდის. 

მოსალოდნელია, რომ ბულგარეთის მიერ რაკეტების მარაგის გადაცემა უკრაინას გარკვეულ დროს მისცემს. 

 

მსგავსი სიახლეები