CБУ: მოსკოვის საპარტრიარქოს 1 მღვდელი ჩვენს 28 მებრძოლში გავცვალეთ

მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 1 მღვდელი უკრაინამ 28 ჯარისკაცში გაცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (CБУ) უფროსი, რუსლან მალიუკი ავრცელებს. 

მალიუკის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტიდან სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მოსკოვის საპატრიარქოს 61 სასულიერო პირის წინააღმდეგ, უკვე გამოტანილია განაჩენი 7 მღვდელის წინააღმდეგ. 

ამასთანავე 2 მღვდელი უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს. 

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მტრები აფასებენ თავიანთ აგენტებს - ერთ-ერთი ასეთი პირი 28 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეში გავცვალეთ",- განაცხადა რუსლან მალიუკმა. 

კონტექსტი 

Українська правда-ს ინფორმაციით, საუბარია მღვდელ ანდრეი პავლენკოზე, რომელიც ქალაქ ლისიჩანსკში მსახურობდა და სახელმწიფო ღალატისთვის 12-წლიან პატიმრობას იხდიდა. გამოცემის ცნობით გაცვლა 2022 წლის 14 დეკემბერს შეხვდა, ხოლო მოღალატე მღვდელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირადად ევგენი პრიგოჟინი შეეგება. 

მალიუკის თქმით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა მოსკოვის საპატრიარქოს 19 მღვდელმსახურს. 

მსგავსი სიახლეები