CБУ-ს დირექტორი: ომი კრემლთან უნდა მივაახლოვოთ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (CБУ) მომავალ წელს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უფრო ინტენსიურ დივერსიულ აქტებს გეგმავს. 

ამის შესახებ უწყების დირექტორმა, რუსლან მალიუკმა Politico-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

მალიუკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული თითოეულ ოპერაციას რუსეთის სიღრმეში დადებითი შედეგი მოაქვს, რადგანაც ეს ართულებს კრემლისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას. 

"ოკუპანტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ვერსად დაიმალებიან. მტრებს ყველგან მივაგნებთ. СБУ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვარჭობთ ნემსს მტრის გულში",- ამბობს გენერალ მაიორი მალიუკი. 

მომავალი ოპერაციების ადგილებზე საუბრისას მალიუკი შავ ზღვის აკვატორიასა და ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულს გამოყოფს. მალიუკის თქმით, საზღვაო დრონების დახმარებით უკრაინას სურს წელს შავი ზღვის აკვატორიაში მიღწეული შედეგების განვითარება. 

კონტექსტი 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე წარმატებული და გახმაურებელი ოპერაცია დააორგანიზეს. 

მაღალი ალბათობით, სწორედ უკრაინული ოპერაციის ფარგლებში ცნობილი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის ლიკვიდაცია. გასულ თვეებში კრასნოდარის ერთ-ერთი პარკში გარდაცვლილი იპოვეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური. 

უკრაინამ რამდენიმეჯერ წარმატებით გამოიყენა დრონებიც - ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, უკრაინული დრონი კრემლის სენატის დარბაზის გუმბათს შეეჯეხა. 

6 დეკემბერს მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ პრესტიჟული საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში მოკლული იპოვეს უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი და კოლობარაციონისტი ილია კივა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გაიქცა. 

BBC-ს უკრაინული სამსახურის ცნობით, კივას ლიკვიდაცია CБУ-ს ოპერაცია იყო. 

 

მსგავსი სიახლეები