ჩინეთი ტაივანთან მასშტაბურ წვრთნებს იწყებს, რომელიც კუნძულის ბლოკადას იმიტირებს

დღეს დილით, ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელმა არმიამ ტაივანის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც კომბინირებულ შენაერთთა რეპეტიციის ფარგლებში იმიტირებული იქნება კუნძულის სრული საზღვაო და საჰაერო ბლოკადა - წვრთნები კომუნისტურ პარტიასა და თვითმმართველი კუნძულის პრეზიდენტს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. 

State Of Play: ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში არ არის დაკონკრეტებული წვრთნების დასრულების თარიღი, ასევე ის საზღვაო ზონები, რომლებშიც წვრთნების მიმდინარეობისას ნაოსნობა აიკრძალება. 

  • ტაივანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ 71 სამხედრო თვითმფრინავი და 21 ხომალდი გაგზავნა. გარდა ამისა წვრთნებში მონაწილეობდა მიიღო ჩინეთის სანაპირო დაცვის დანაყოფებმაც. მათგან 2 გემი კრიტიკულად მიუახლოვდა განაპირა კუნძულებს.

  • წვრთნებში მონაწილე დანაყოფებისა და დაგეგმილი რეპეტიციების მიხედვით, ჩინეთის მიზანი გაერთიანებულ შენაერთთა ოპერაციის მომზადებაა, რომელშიც კოორდინირებული უნდა იყოს ფლოტის, ავიაციისა და სარაკეტო ძალების მოქმედებები. 

Big Picture: წვრთნებს თან ახლავს ტაივანის პრეზიდენტის მადისკრედიტირებელი პროპაგანდისტული კამპანიაც - ფართედ ვრცელდება პოსტერები, რომლებზეც ლაი წინგ-ტე გამოსახულია "შხამიან პარაზიტად, რომელსაც ტაივანის მოპარვა სურს." 

  • "ეს არ არის მხოლოდ წვრთნები, ამას შეგვიძლია უფრო პრე-ინტერვენციული ოპერაცია ვუწოდოთ"- ამბობს Washington Post-თან საუბარში ტაივანის ეროვნული თავდაცისა და უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის მკვლევარი. 

  • ჩინეთის ტაივანის საკითხების სამინისტროში სამხედრო წვრთნებს "ლაის აღვირახსნილი პროვოკაციების სასტიკ დასჯას" უწოდებენ. 

Context: ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა, როდესაც გასულ თვეში გამართულ ერთ-ერთი გამოსვლაში ლაი წინგ-ტემ ჩინეთს "უცხო, მტრული ძალა" უწოდა. 

  • "ჩვენ გვსურს გავაფრთხილოთ ლაის ადმინისტრაცია, რომ დე-ფაქტო დამოუკიდებლობის გამოცხადების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში საქმეში ჩვენი არმია ჩაერევა"- ამბობს პოლკოვნიკი ფუნ ჟენგნანი, რომელიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. 

  • ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია ტაივანის მიერ ჯაშუშობის შესახებ კანონის გამკაცრებამ. 

Go Deeper: ტაივანის პრეზიდენტის სასახლის დაცვის წევრები ჩინეთისთვის ჯაშუშობისთვის დააკავეს

მსგავსი სიახლეები