ჩერნომორსკის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა დატოვა
მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ ორმა გემმა უკრაინის ჩერნომორსკის პორტი დატოვა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე 20 აგვისტოს განაცხადა.
"მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში, კიდევ ორმა გემმა დატოვა უკრაინის ჩერნომორსკის პორტი. გარდა ამისა, სტამბოლის ჩრდილოეთით შემოწმდება ორი გემი, რომელიც უკრაინიდან ჩამოდის", - ნათქვამია განცხადებაში.
17 აგვისტოს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პორტები უკვე 24 გემმა დატოვა.