დასავლეთის მიერ გაჟღერებული მოთხოვნის ფონზე, პუტინი საგანგებო სიტყვით გამოვა

უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ გაჟღერებული ულტიმატუმის ფონზე კრემლში ვლადიმირ პუტინის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება - უცნობია კონკრეტული დრო, თუმცა უკვე ვიცით, რომ ფორმატი არ ითვალისწინებს კითხვებს და რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დასრულდება. 

State Of Play: ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა მოსკოვში ჩასულ უცხოელ ლიდერებთან. 

  • "ჩვენ არ გვექნება კითხვები, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლა მრავლისმომცველი იქნება"- ამბობს პესკოვი. 

  • პარალელურად ამოიწურა რუსეთის მიერ გამოცხადებული ე.წ. 3-დღიანი ზავის მოქმედების ვადა. 

Big Picture: ცოტა ხნით ადრე გავრცელდა საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი მოუწოდებდნენ რუსეთს დათანხმებოდნენ 30-დღიან სრულფორმატიან ცეცხლის შეწყვეტას - საუბარია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივაზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ 11 მარტს, ჯედაში გამართულ შეხვედრაზე დასთანხმდა. 

  • რუსეთმა ზავის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა. 

  • საფრანგეთის, გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები კიევს დღეს, 10 მაისს ერთობლივად ეწვივნენ, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. 

Сontext: ამერიკული მედია წერს, რომ უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების პოზიციებით კმაყოფილია დონალდ ტრამპიც - გამოცემა Axios-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად იქნება პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, თუ კრემლი 30-დღიან სრულფორმატიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებოდა. 

  • კიევში მყოფმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უარის შემთხვევაში რუსეთი ახალ სანქციებს შეეჩება. 

  • უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნის კომენტირებისას პესკოვმა განაცხადა, რომ განცხადების ტონი კონფორმაციულია და საჭიროა კარგად დაფიქრება. 

მსგავსი სიახლეები