"ჩვენ არ გავხდებით შანტაჟის მსხვერპლი" - ევროპელი ლიდერები ტრამპს პასუხობენ
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 10%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ბოლო პერიოდში გრენლანდიაში სამხედრო კონტინგენტი გააგზავნეს და ეწინააღმდეგებიან ამერიკელების მიერ კუნძულის განკარგვას.
ვითარების არსი: აშშ-ს და ევროპულ ქვეყნებს შორის გრელანდიის საკითხზე დაძაბულობა პიკს იუხლოვდება. 17 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ კუნძულის "სრულფასოვან და ყოვლისმომცემ შესყიდვამდე" იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ გრელანდიაზე სამხედორები გააგზავნეს 10%-იანი ტარიფები დაუწესდება.
ამ განცხადებას მყისიერი კრიტიკით უპასუხეს დასახელებული ქვეყნების ლიდერებმა. ერთ-ერთი ასეთი შვედეთის პრემიერია, რომელმაც პლათფორმა X-ზე დაწერა, რომ "საკუთარ ქვეყანას და მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს" და "არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს.
ტრამპის განცხადება ნიშნავს, რომ ახალი ტარიფები შეეხება დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებს და ფინეთს.
ჩაშლილად: აშშ-ს პრეზიდენტის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, ევროპული ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ, როგორც ეს საჯარო განცხადებებშია ნათქვამი.
შვედეთის პრემიერის მსგავსად, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი მუქარას არ დაექვემდაბერიან, "იქნება ეს უკრაინა, გრელანდია თუ სხვა ადგილი." ამ გადაწყვეტილებას მცდარი უწოდა კირ სტარმერმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, რომლის თქმითაც, სამხედროები არქტიკის უსაფრთხოებისთვის იმყოფებიან გრელანდიაში.
კირ სტარმერის მსგავსად, დანიის პრემიერმაც აღნიშნა, რომ სამხედროები უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით იმყოფებიან გრელანდიაზე, ხოლო ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იგი გააოცა.
ლიდერები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გრენლანდიასა და დანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ დანიასა და თავად გრენლანდიას ეკუთვნით.
კონტექსტი: გრელანდიის საკითხზე გააქტიურებული დისკუსიის ფონზე, 8 ევროპულმა ქვეყანამ, მიმდინარე კვირას, კუნძულზე სამხედრო პერსონალი გააგზავნა. პარალელურად, ვაშინგტონში დანიისა და გრელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ, რომელთა შეხვედრაც მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვანსთან უშედეგოდ დასრულდა.
დონალდ ტრამპის მუდმივად იმეორებს, რომ კუნძული აშშ-ს უსაფრთხოებისთვის აუცილებელი და დანიისგან ტერიტორიის შესყიდვას მოითხოვს. ამ ფონზე, მან ახალი ტარიფების შესახებ განაცხადა რომელიც 1 ივნისიდან კიდევ უფრო გაიზრდება და 25% გახდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმატში განისაზღვრება საერთო საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ევროპელი ლიდერების მიერ. თავის მხრივ, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ "კოორდინირებულ პასუხზე" მუშაობენ, რადგანაც ევროკავშირისთვის საერთაშორისო სამართლის დაცვა უმნიშვნელოვანესია.