CIA-ის დირექტორი: რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორმა საჯაროდ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე, აშშ-ს როლზე უკრაინის დახმარებაში და კონფლიქტის შესაძლო განვითარებაზე.
ჯორჯიის უნივერსიტეტში საუბრისას ვილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში აშშ სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
"უკრაინაში განცდილი წარუმატებლობებისა მარცხის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის იმედგაცრუების გათვალისწინებით არცერთი ჩვენგანი არ უნდა მოეკიდოს მსუბუქად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას".
ამასთანავე ბერნსმა განაცხადა, რომ ბირთვული შანტაჟის ელემენტების შემოტანის მიუხედავად ამ მიმართულებით რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
"ჩვენ ჯერ არ გვინახავს კონკრეტული ქმედებები: სამხედრო გადაჯგუფება და ან იარაღების რედისლოკაცია, მაგრამ ჩვენ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით, ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა".
ვილიამ ბერნსმა მიმდინარე კონფლიქტში ამერიკული დაზვერვისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტრატეგიაზეც ისაუბრა - "რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საიდუმლო გეგმების გასაჯაროვებით ჩვენ მას წავართვით სიმართლის შებღალვის საშუალება".