დეჰიდრატაციის გამო ნეთანიაჰუ ჰოსპიტალიზებულია, ისრაელის პრემიერი თავს კარგად გრძნობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შებას სამედიცინო ცენტრიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის დეჰიდრატაციის გამო გადაიყვანეს.

"გუშინ ჩემს მეუღლესთან ერთად გალილეის ზღვაზე, მზეზე, ქუდის, წყლის გარეშე ვიყავი... არ არის კარგი იდეა," - ამბობს ნეთანიაჰუ. "უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი შეშფოთებისთვის და მადლობა გადავუხადო შესანიშნავ სამედიცინო გუნდს აქ შებაში, რომელმაც ჩემზე იზრუნა. მადლობა ღმერთს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ."

"მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ჩვენ რეკორდული სიცხეების შუაგულში ვართ, ამიტომ გთხოვთ, ნაკლები დრო გაატაროთ მზეზე, დალიოთ მეტი წყალი და ყველას კარგ კვირას გისურვებთ," - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან ჯერ არ გაუწერიათ.

ისრაელის ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა ნეთანიაჰუს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

მსგავსი სიახლეები