DIE WELT: გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს
გერმანული გაზეთი Die Welt იუწყება, რომ გერმანია უკრაინის მძიმე შეიარაღებით მომარაგებას აგრძელებს.
თუ აქამდე გერმანიის მთავრობას კერძო კომპანიებისთვის უნდა მიეცა ნება, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღება გადაეცა, ამჯერად უკრაინა იარაღს ბუნდესვერის შემადგენლობიდან მიიღებს.
საუბარია Panzerhaubitze 2000-ის ტიპის შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე. უკრაინას ისინი გერმანიის კანცლერის აპარატისა და თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგად გადაეცემა.
უკრაინას 5 ჰაუბიცის გადაცემას უკვე დაპირდა ნიდერლანდები. Die Welt-ის ინფორმაციით, ახალი საარტილერიო სისტემის გამოყენებლად უკრაინელ სამხედროებს გერმანიაში გადაამზადებენ.