დონბასელი სეპარატისტების ლიდერებმა აღიარების თხოვნით პუტინს მიმართეს
დონბასელი სეპარატისტების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს, დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით ვლადიმირ პუტინს მიმართეს.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას.
კანონპროექტი განსახილველად ვლადიმირ პუტინს დაუყოვნებლივ გადაეგზავნება. ამის მიზეზი ის არის, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რუსი კომუნისტების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც არ ითვალისწინებდა დამატებით კონსულტაციებს.
დუმაში დარეგისტრირებულია მეორე კანონპროექტიც, რომლის ავტორების რუსეთის მმართველი პარტიის წევრები არიან, თუმცა ეს კანონპროექტი მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით კონსულტაციებს ითვალისწინებდა.
აღსანიშნავია, რომ დუმამ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები სწორედ იმ წუთებში აღიარა, როდესაც მოსკოვში გერმანიის ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი იმყოფებოდა.
კანონპროექტის მიღების შემდეგ კომენტარები გაკეთდა კრემლშიც - ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის ხელშეკრულებებს.