დრონების მორიგი თავდასხმა - ოდესაში და კრივოი რიჰში აფეთქებების ხმა ისმოდა

გასული ღამით უკრაინამ დრონების თავდასხმის მორიგი ტალღა მოიგერია. სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევაში სულ 38 დრონი მონაწილეობდა, 26 მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემების მეშვეობით ჩამოაგდეს. 

ЗСУ-ს სამხრეთ სარდლობის წარმომადგენლის, ნატალია ჰუმენიუკის ცნობით, რუსეთის სამიზნეში კვლავ ოდესისა და მოსაზღვრე ოლქების საპორტო ინფრასტრუქტურა იყო. თავდასხმის შედეგად დაჭრილია დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. 

აფეთქებების ხმა გაისმა კრივოი რიჰშიც - ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი. 

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია რუსეთის ბალისტიკურ რაკეტის დარტყმაზე. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული მიკოლაივის ოლქშიც - სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, რეგიონში რუსეთის მიერ გამოშვებული 6 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ამას წინ უძღოდა მასირებული სარაკეტო დარტყმა. 

 

მსგავსი სიახლეები