ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა
სერბმა კინორეჟისორი, ემირ კუსტურიცა დათანხმდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის წინადადებას და რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციის რუსეთის თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე წყაროს მიხედვით სერგეი შოიგუ და კუსტურიცა ერთმანეთს გუშინ, 21 თებერვალს შეხვდნენ.
“შეხვედრისას მინისტრმა მადლიერება გამოხატა ემირ კუსტურიცას მიმართ, რუსული კულტურის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალ სამსახურზე ისაუბრა სერბმა რეჟისორმაც:
“ჩემთვის ეს წინადადება პატივია. რუსეთის არმიის თეატრის სცენას აქვს დიდი ისტორია და ტრადიციები”.
კუსტურიცას თქმით, დასაწყისისთვის ის რამდენიმე ცნობილი ფილმის და პიესის ადაპტაციას გეგმავს. სხვადასხვა წლებში კუსტურიცა მრავალი პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია, მათ შორისაა, კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო