ენტონი ბლინკენი მომავალ კვირაში კიევს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომავალ კვირას სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CBS ავრცელებს.
აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია ვიზიტის მიზნები და დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის არმიის ნაწილების გაყვანის პროცესს. "ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ აშკარად მოწმობს, რომ რუსეთმა უარი თქვა ამ სამხედრო ნაწილებზე, ჩვენ ვნახეთ როგორ დატოვეს ამ სამხედრო ნაწილებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორია",- ამბობს ბლინკენი.
ბლინკენის შესაძლო ვიზიტის შესახებ 27 აპრილს CNN-მა დაწერა. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინას მაისში ეწვევა, ხოლო ვიზიტის მიზანი ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ უკრაინის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
სავარაუდოა, რომ ბლინკენი ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრის მოსამზადებელ პროცესსაც განიხილავს.