ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის განყოფილებაში შეჭრა სცადეს და ყუმბარა ააფეთქეს
კვირას ერევანში, დღის მეორე ნახევარში სამმა მამაკაცმა პოლიციის შენობაში შეჭრა სცადა ნორ-ნორკის რაიონში და ხელყუმბარა ააფეთქა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო.
პოლიციის თქმით, სამმა მამაკაცმა ყუმბარა გამოიყენა. შედეგად ორი მათგანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღინიშნა, რომ საქმე აღიძრა "ნორ ნორკის ადმინისტრაციული რაიონის პოლიციის სამმართველოში სამი პირის შეჭრის, მუქარისა და კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტზე."
უცნობია, რა მოთხოვნები ჰქონდათ თავდამსხმელებს და რატომ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შეღწევას.
ორმა თავდამსხმელმა ყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობები და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყუმბარით შეიარაღებული მესამე მამაკაცი სპეცრაზმმა მასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ დააკავა. მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდნენ პოლიციის უფროსი არამ ხოჰანისიანი და კრიმინალური პოლიციის უფროსი ვარდან ვარდანიანი.