ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი: რუსეთი პატარა სახელმწიფოებად უნდა დაიშალოს
ესტონეთის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი გენერალი მარტინ ჰერემი თვლის, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც რუსეთი პატარა სახელმწიფოებად დაიშლება. ამის შესახებ მან ETV-ის განუცხადა.
"ერთია - რა რესურსი აქვთ ვლადივოსტოკამდე სხვადასხვა საწყობებში, ქალაქებსა და სოფლებში. მეორეა სტანდარტი, რას მიიჩნევენ დანაკარგად. მეჩვენება, რომ რუსეთი დღეში 500-600 ჯარისკაცის დაკარგვას ძლიერების ნიშნად აღნიშნავს", - ამბობს ჰერემი.
"ხვალ შეგვიძლია იმდენივე დავკარგოთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ, მე შემიძლია და მოვალ და მაინც ავიღებ იმას, რაც მე მეკუთვნის. თუ სტანდარტი ასეთია, მაშინ უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ დასრულება [ომის], სანამ ბოლო ოკუპანტი არ განადგურდება მათ ტერიტორიაზე", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, რუსებმა უკრაინელები იქამდე მიიყვანეს, რომ უკრაინელები ვერ გაჩერდებიან, სანამ მათ საზღვრებამდე არ მიაღწევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებენ რუსებს.
"ამ ზარალს შინაგანად რუსებიც ხედავენ და თუ თქვენ - სახელმწიფო, უკრაინელებმა დაგამარცხათ, რომლებსაც პროპაგანდა ამცირებდა, მერე როგორ მოიქცევით. მე ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის დასრულებას, სანამ რუსეთი მთლიანად არ შეიცვლება", - განმარტა ჰერემმა.
მისი აზრით, ომის დასრულების გარანტია მხოლოდ რუსეთის დაშლაა.
"ეს აღარ უნდა იყოს რუსეთი, არ უნდა იყოს დიდი და ძლიერი ქვეყანა, რომელსაც ჰგონია, რომ აქვს ყველაფრის უფლება. რუსეთი უნდა დაიშალოს პატარა სახელმწიფოებად, რომლებსაც არ ექნებათ ამდენი ძალა და ამბიცია", - განმარტა ჰერემმა.
მან აღნიშნა, რომ ესტონეთი უფრო და უფრო უახლოვდება ისრაელის მდგომარეობას, სადაც თავდაცვის ძალები ყოველთვის მზად არიან რაიმე საფრთხისთვის.