ევროკავშირი: დემოკრატიის უკუსვლის გამო ქვეყანა 121 მილიონ ევროს დაკარგავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ დემოკრატიული უკუსვლისთვის, რომელიც მეტწილად „აგენტების კანონმა“ გამოიწვია, ქვეყანა დაკარგავს 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას. ეს არის საბიუჯეტო დახმარება.

121 მილიონ ევროში შედის ის თანხაც, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში იყო გამოყოფილი ქვეყნისთვის და არ დახარჯულა.

"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება" - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

 
 

მსგავსი სიახლეები