ევროკავშირი საზღვრებს უხსნის აცრილ მოგზაურებს

ევროკავშირმა გადაწყვიტა საზღვრები გაუხსნას ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნებიდან მოგზაურებს, რომლებიც აცრილი იქნებიან.

საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ევროკომისიამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ გეგმავდა ევროკავშირში მგზავრობაზე შეზღუდვა მოეხსნა ევროპული სამედიცინო სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილი ადამიანებისთვის.

აქამდე კომისიამ შეზღუდვები მხოლოდ ევროკავშირში არმყოფ 7 ქვეყანას - ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, რუანდას, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ტაილანდს მოუხსნა. ამ ქვეყნების სიას შეიძლება მომავალში ისრაელი, ამერიკა და ბრიტანეთი დაემატოს.

 

მსგავსი სიახლეები