ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის საბრძოლო მასალას ერთობლივად შეიძენენ - Bloomberg
ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა მხარი დაუჭირა საინვესტიციო წინადადებას უკრაინის საჭიროებისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლოა მარტში მიიღონ. ამ ინფორმაციას Bloomberg 19 თებერვალს ავრცელებს.
ამ კვირაში ესტონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ინვესტიცია შესთავაზა, რათა ერთობლივად შეიძინონ 1 მილიონი საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას სჭირდება წელს რუსეთის შემოჭრის მოსაგერიებლად.
ამ წინადადებამ სავარაუდოდ, მხარდაჭერა მიიღო ნიდერლანდებისა და რუმინეთისგან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმას 20 თებერვალს, ბრიუსელში შეხვედრაზე განიხილავენ. თავად გადაწყვეტილების შესაძლებელია ევროკავშირის სამიტზე, მარტში მიიღონ.
საბრძოლო მასალის მარაგის შემცირება ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან უკრაინული და რუსული მხარე ყოველდღიურად ათიათასობით ჭურვს მოიხმარს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა უფრო ეფექტურად იყენებს საბრძოლო მასალას, ის მათ მაინც უფრო სწრაფად მოიხმარს, ვიდრე ევროპას მისი წარმოება შეუძლია.
ამ მიზეზით, აშშ და ევროკავშირი ცდილობენ გაზარდონ წარმოება, როგორც უკრაინისთვის მიწოდებისთვის, ასევე საკუთარი მარაგების შესავსებად.
Bloomberg აღნიშნავს, რომ იარაღის ერთობლივ შეძენას შეიძლება მხარი დაუჭიროს საფრანგეთმა, რომლის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ასევე განიხილავს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას და პოლონეთმა, რომელმაც გამოაცხადა წარმოების დასაფინანსებლად კოალიციის შექმნაზე.