ევროკომისიის პრეზიდენტი: სბერბანკისთვის სანქციებს ვამზადებთ

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლისთვის დაწესებული სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტი მიზანში სბერბანკს და რუსეთის ენერგეტიკის სექტორს ამოიღებს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი პუტინის შემოსავლების შემცირებაა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში.

სბერბანკი, რომელიც სახელმწიფო საპენსიო ფონდის მფლობელობაშია, რუსული საბანკო სექტორის 37 პროცენტს იკავებს.

ევროკავშირი აქამდე სბერბანკისთვის და მეორე მსხვილი მოთამაშის, გაზპრომბანკისთვის სანქციების დაწესებისგან თავს იკავებდა, რადგან გაზის იმპორტისთვის გადახდები ძირითადად ამ ბანკების გავლით ხორციელდებოდა.

„სხვა ჭკვიან მექანიზმებზეც ვფიქრობთ, რათა სანქციებში რუსული ნავთობიც მოხვდეს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ცოტა ხნის წინ სბერბანკს და ალფა ბანკს, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკს, ყოვლისმომცველი (full blocking) სანქციები დაუწესეს აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ.

 

მსგავსი სიახლეები