ევროპარლამენტარები: საუდის არაბეთში ქალ უფლებადამცველებს დევნიან

 

ევროპარლამენტის 120 წევრმა ერთობლივი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუდის არაბეთში ქალი უფლებადამცველების დევნას და შევიწროებას გმობენ.

წერილში ევროპარლამენტარები საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან უფლებადაცვითი საქმიანობის გამო დაპატიმრებული ყველა ქალის "დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“ მოითხოვენ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო წნეხის წყალობით“, საუდის არაბეთს 2018 წელს - დევნის მასობრივი კამპანიის დროს - დაკავებული ცნობილი უფლებადამცველების გათავისუფლება მოუწია.

"თუმცა, ეს საკმარისი არ არის, ქალებს კვლავ შეზღუდული აქვთ თავისუფლად გადაადგილების, შეკრების და გამოხატვის უფლებები“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.


მას შემდეგ, რაც ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამად ბინ სალმანმა ქალებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების სურვილი გამოთქვა, საუდის არაბეთში ზოგიერთი სოციალური ნორმის ლიბერალიზაცია განხორციელდა.

2018 წელს საუდელ ქალებს ავტომობილის მანქანის უფლება მიანიჭეს, 2019 წლიდან კი მათ მამაკაცი მეურვის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთის პასპორტის აღების და უცხოეთში მოგზაურობის უფლება აქვთ.

მიუხედავად ამისა, კონსერვატიული ისლამური ქვეყნის მთავრობა სასტიკად ავიწროებს ქალ უფლებადამცველებს, რომლებიც გენდერულ თანასწორობას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები