ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირებას
ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
შეთანხმებას ხმა 600-მა ევროპარლამენტარმა მისცა და მხოლოდ 5 იყო წინააღმდეგი. კენჭისყრა სამშაბათს საღამოს გაიმართა და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო პროცედურა ელექტრონულად მიმდინარეობდა.
შეთანხმების მხარდაჭერას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი:
“ეს კვირა არის გრძელი გზის ბოლო ნაბიჯი, რაც მოუტანს სტაბილურობას ჩვენს ახალ ურთიერთობას ევროკავშირთან, რომელიც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი და ახლო მოკავშირე.”