ევროპაში დამატებით 500 ამერიკელი სამხედრო გადაისროლეს
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დამატებითი ამერიკული შენაერთების ევროპაში გადასროლის ბრძანება გასცა.
ოსტინის ბრძანებით, პოლონეთში, რუმინეთში და გერმანიაში 500 ჯარისკაცი გაიგზავნა. მისი გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ევროპაში გართულებულ უსაფრთხოების ვითარებას უკავშირდება.
გარდა ამისა, პოლონეთსა და რუმინეთში საჰაერო მხარდაჭერის ოპერაციების ცენტრი გაიხსნება.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.
ამჟამად ევროპაში 100 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.