ევროპის პოლიციის სააგენტომ სანქცირებული რუსული აქტივების ძებნა დაიწყო
ევროპის პოლიციის სააგენტომ (Europol) დაიწყო კრიმინალური აქტივების ძებნა, რომლებიც ეკუთვნით ადამიანებს და კომპანიებს, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან. ამის შესახებ უწყებამ 11 აპრილს თავის ვებგვერდზე განაცხადა.
ოპერაცია "ოსკარს" Europol ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, Eurojust-თან და ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით ახორციელებს.
ოპერაცია ასევე მიმართული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩატარებული კრიმინალური გამოძიებების მხარდაჭერაზე, ევროკავშირის მიერ დაწესებული სავაჭრო და ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის.
ოპერაცია "ოსკარის" ფარგლებში Europol ხელს შეუწყობს პარტნიორებს შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას და უზრუნველყოფს ოპერატიული მხარდაჭერას.