ფაშინიანი დსთ-ს წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე არ მივიდა

სომხეთის პრემიერი არ დაესწრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქში მიმდინარეობს. 

წინასწარი ცნობებით, ფაშინიანი სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა მისი გახსნის მომენტში სომხეთის პრემიერი ერევანში რძის საწარმოს გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა. 

აშხაბადში მიმდინარე სამიტზე დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ფაშინიანი თურქმენეთში სომხეთის ელჩმა, რამზიკ ხუმარიანმა ჩაანაცვლა. 

თავდაპირველ სომხურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთისგან სამიტს ვიცე-პრემიერი, მგერ გრიგორიანი დაესწრებოდა, თუმცა ცნობები მალევე უარყვეს მთავრობის კანცელარიაში. 

კონტექსტი 

თებერვლის მიწურულს სომხეთმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი 2022-22 წლებში განვითარებული მოვლენებია, როდესაც ორგანიზაციებამ არ შეასრულა ერევანის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. 

"ჩვენ ეხლა ვითხოვთ, ველოდებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში",- განაცხადა ფაშინიანმა. 

სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა. 

"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი. 

სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის ომის დროს ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, თუმცა მისთვის გაუგებარია ორგანიზაციის მიერ არჩეული ნეიტრალიტეტი, როდესაც სომხეთი მისი წევრია

მსგავსი სიახლეები