ფაშინიანის ცოლი კიევში: ომებში დაღუპული ბავშვები უფროსების წარუმატებლობაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში პირველი ქალბატონებისა და ბატონების მესამე სამიტში მონაწილეობს.

ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.

"როგორც აღვნიშნე 2023 წლის გამოსვლაში, ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, 2023 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში 500-მდე ბავშვი მოკლეს. დღეს გავიგეთ, რომ მათგან ყველაზე პატარა 2 დღის იყო, ყველაზე უფროსი 17 წლის. ომებში დაღუპული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების წარუმატებლობაა, მიუტევებელი, გამოუსწორებელი მარცხი," - წერს ანა ჰაკობიანი.

ფაშინიანის მეუღლის ვიზიტი კიევში ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. ბოლო დღეებში ორმხრივი ბრალდებები სულ უფრო ხშირად ისმის.

რუსეთის აღშფოთების ერთ-ერთი მიზეზი ფაშინიანის განცხადება გახდა, რომ "უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მიბმა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა."

ასევე გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში 11-დან 20 სექტემბრამდე სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები EAGLE PARTNER 2023 ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები