FIFA-მ უარი უთხრა ზელენსკის მუნდიალის ფინალის დროს გზავნილის გაჟღერებაზე

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ უარყო ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე სამშვიდობო გზავნილის გაჟღერების შესახებ. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ტელეარხის ინფორმაციით, ზელენსკის ოფისმა FIFA-ს ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით ფინალური მატჩის დაწყებამდე ვიდეომიმართვით ჩართულიყო სტადიონზე შეკრებილი ქომაგების წინაშე. 

უკრიანის პრეზიდენტის ოფისის თხოვნას ასოციაციამ უარით უპასუხა, რამაც ზელენსკის ოფისის გაკვირვება გამოიწვია - "ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს ექნებოდა სურვილი საკუთარი პლატფორმა საყოველთაო სიკეთისთვის გამოეყენებინა". 

ტელეარხის წყაროს ცნობით მოლაპარაკებები FIFA-ს და ზელენსკის ოფისს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს. 

კონტექსტი 

რუსეთის შეჭრის დღიდან პრეზიდენტი ზელენსკი და მისი ოფისი ცდილობს, რომ უკრიანაში მიმდინარე ომი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს. 

ამ ძალისხმევის ფარგლებში პრეზიდენტმა ზელენსკის ათობით სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. 

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება - კვირას, 18 დეკემბერს ფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

მსგავსი სიახლეები