ფინეთის პრეზიდენტი ნატოში გაწევრიანებაზე: დისკუსია მიმდინარეობს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხდნენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. საული ნიინისტე შეხვდა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს, უილიამ ბარნსსაც.
FOX News-ზე სტუმრობისას საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავალობაში ყველაფერი შეიცვალა. მისი თქმით, პუტინმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო.
"ვითარება შეიცვალა როგორც ფინეთში, ასევე შვედეთშიც. გამოკითხვების მიხედვით, პირველად ისტორიაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ნატოში გაწევრიანების მომხრეა. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში ცოცხალი დისკუსია მიმდინარეობს, მათ შორის მზად ვართ ამ საკითხის განსახილველად პარლამენტშიც", - თქვა ნიინისტემ.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ცდილობენ ეს პროცესი შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტურად გაიარონ და გაითვალისწინონ ყველა უპირატესობა და რისკი.
მანამდე ნატოში გაწევრიანება არ გამორიცხა ფინეთის პრეზიდენტმაც. გასულ კვირას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნატოში გაწევრიანებას ფინელების 53% ემხრობა, რაც ამგვარი გამოკითხვის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.