"მყიფე თანხმობა" - MAGA ირანის საკითხზე ტრამპის ირგვლივ გაერთიანდა, ჯერჯერობით

გასულ დღეებში საჯაროდ გამოთქმული, ხშირად მწვავე კრიტიკის მიუხედავად, პრეზიდენტ ტრამპის ელექტორალურმა ბაზამ - MAGA (Make America Great Again) ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი საჰაერო დარტყმების შემდეგ მაინც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
State Of Play: შეერთებული შტატების ინტერვენციონალიზმის მიმართ სკეპსისი ტრამპისეული "ამერიკა უპირველესყოვლის" კრედოს ფუნდამენტური ბოძია, თუმცა ასეთივე ფუნდამენტური აღმოჩნდა პრეზიდენტის მხარდააჭერა, ჯერჯერობით.
- ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებიდან პირველ დღეებში პრეზიდენტის მიმართ ლოიალობა იმარჯვებს, მაგრამ, ასევე არის ნიშნები, რომ საომარი მოქმედებების გაჭიანურების შემთხვევაში, MAGA-ს პოზიცია შეიცვლება.
What They Are Saying: "ირანმა პრეზიდენტ ტრამპს არჩევანი არ დაუტოვა. ეს ქირურგიული სიზუსტის დარტყმა იყო, პრეზიდენტმა მტკიცედ და ფრთხილად მოქმედებდა"- წერს სოციალურ ქსელ X-ზე ჩარლი კირკი, ანტი-ინტერვენციონისტული მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ხმა.
- "დონალდ ტრამპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პრეზიდენტად დარჩება. გრცხვენოდეთ ვინც, პრეზიდენტს ომის წახალისებაში ადანაშაულებდით, მან ბირთვული ჰოლოკოსტისგან გვიხსნა"- წერს ლორა ლუმერი, MAGA-ს ერთ-ერთი პოპულარული სახე.
Big Picture: მოძრაობის სხვა ლიდერები თავიანთ შეფასებებში უფრო ფრთხილები იყვნენ - მათი თქმით, დონალდ ტრამპს ბევრი მხარდაჭერის დარწმუნება დასჭირდება, რომ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა აუცილებელი იყო.
- "ის უნდა დაელაპარაკოს MAGA-ს, მოძრაობის ძალიან ბევრი წევრი არ არის ბედნიერი მიმდინარე მოვლენებით. მე მჯერა, რომ საბოლოოდ ის მათ დაარწმუნებს და მიიმხრობას, მაგრამ აქამდე საჭიროა, რომ დეტალურად ახსნას ყველაფერი"- ამბობს სტივ ბენონი, რომელიც ტრამპის პირველ ვადაში მისი უფროსი მრჩეველის პოსტს იკავებდა.
- "ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის განსჯის უნარს, ეს იყო მტკიცე ნაბიჯი და ეს დასრულებულია, მაგრამ თუ კი ჩვენი ჩართულობა გაიზრდება და დროში გაიწელება, პოზიციები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტს მშვიდობა სურს"- ამბობს Axios-თან საუბარში ჯეკ პოსობიეჩი, MAGA-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახე.
- უკიდურესად სკეპტიკური პოზიცია შეინარჩუნა ტაკერ კარლსონმა, რომლის თქმითაც, არ არსებობს "არანაირი გამართლება" ირანზე განხორციელებული დარტყმებისთვის - "არ არსებობს დამაჯერებელი სადაზვერვო ცნობები, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული ბომბის შექმნასთან."
Break It down: Maga-ს მიმდევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვით პრეზიდენტმა ტრამპმა საფრთხეში ჩააგდო რეგიონში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები და ჯარისკაცები, რაც მომავალში შესაძლოა უფრო მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის საფუძველი გახდეს.
- აღნიშნულ წრეებში, ასევე პოპულარულია მოსაზრება, რომ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა პრეზიდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეთანიაჰუმ "აიძულა."
- "მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი მიდგომა იყო ამერიკა უპირველეყოვლისა, მაგრამ ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ისრაელზე ვმუშაობთ"- თქვა ასევე პოპულარულმა პოდკასტერმა, თიო ვონმა.
Сontext: ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე დარტყმა 22 ივნისს მიიტანეს - თეთრ სახლში ამბობენ, რომ ეს არ არის ირანისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი, რომ მათი მიზანი ბირთვული პროგრამის შეჩერებაა და რომ არ აპირებენ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.
- ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ რა მასშტაბის ზიანი მიადგა ირანის ბირთვულ პროგრამას ამერიკული დარტყმების შედეგად, მოსადნელია, რომ როგორც მინიმუმ ძალისხმევა რამდენიმე წლით უკან დაბრუნდა, თუმცა მთლიანად არ განადგურებულა.
- გასულ კვირებში ამერიკის ჩართულობის შემთხვევაში თეირანი რეგიონში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევით იმუქრებოდა.
Go Deeper: NYT: ალი ხამენეი ბუნკერიდან თითქმის არ გამოდის და უკვე შეარჩია "მემკვიდრეები"