FT: მილეიმ სავარაუდოდ უარი თქვა არგენტინის დოლარიზაციის იდეაზე
არგენტინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ სავარაუდოდ უარი თქვა არგენტინის ეკონომიკის დოლარიზაციის იდეაზე, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო
ინფორმაციას ამის შესახებ მილეისთან დაახლოებულ მრჩეველებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მილეიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეიცვალა პოზიცია გარკვეულ ეკონომიკურ საკითხებზე, რადგანაც აღარ განიხილავს ემილიო ოკამპოს კანდიდატურას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ამავე წყაროს ცნობით, სწორედ ოკამპოს უნდა განეხორციელებინა დოლარიზაციის გეგმა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მილეიმ რამდენიმეჯერ განაცხდა, რომ არგენტინული პესო "განავალზე იაფი ღირს", ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს "ააფეთქებდა."
გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში მიცემულ ინტერვიუში მილეიმ განაცხადა, რომ მას მოსწონს დოლარიზაციის გეგმა, მაგრამ საჭირო იქნება ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა, რამდენად იძლევა ამის გაკეთების საშუალებას.
უფრო მეტი არგენტინის ახალი პრეზიდენტისა და მისი გეგმების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.