FT: რუსეთის ფლოტმა ევროპაზე ბირთვული დარტყმების მომზადება გაიარა და გეგმა მიიღო
რუსეთის ფლოტმა გაიარა მომზადება, რომელიც ნატოსთან პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ევროპაში სხვადასხვა ობიექტებზე ბირთვული დარტყმების გეგმას ეხებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთის ხელში აღმოჩენილ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
დოჯუმენტები შეიცავს ევროპის კონტინენტზე განთავსებული პოტინციური მიზნების სიას და ასევე, რაკეტების ჩამონათვალს, რომელსაც კონვენციური შეიარაღების გარდა ბირთვული ასაფეთქებელის ტარებაც შეუძლია.
რუკებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით პრეზენტაციისთვის მომზადდა შეიცავს 32 ობიექტს ევროპის ტერიტორიაზე, რომლებიც პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში რუსული ფლოტის სამიზნე იქნება.
ასე მაგალითად, ბალტიის ზღვის ფლოტისთვის ძირითადი სამიზნეები ნორვეგიასა და გერმანიაშია განთავსებული, მათ შორისაა საზღვაო-სამხედრო ბაზა ბერგენში (ნორვეგია) და სპეციალური დანიშნულების რაზმების მუდმივი ბაზირების პუნქტები.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტის პოტენციურ სამიზნეებს შორისაა ბეროუ-ინ-ფერნესი, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ნავებსა და საბრძოლო გემებს აშენებენ.
დოკუმენტებში საუბარია, კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე ბირთვული შეიარაღების გამოყენების უპირატესობებზე, ასევე ფლოტის მაღალ მანევრულობაზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით მოულოდნელი და მასირებული დარტყმების საშუალებას იძლევა.
ამასთანავე, დოკუმენტებში მითითებულია, რომ ბირთვული იარაღი ყველაზე ეფექტური იმ დროსაა, როდესაც მას სხვა საშუალებებთან კოორდინაციაში იყენებენ.
დოკუმენტების მიხედვით, ნატოს კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის მთავარი პრიორიტეტი "მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დასუსტებაა" - როგორც წესი ეს რუსულ სამხედრო ტერმინოლოგიაში სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ნიშნავს.
გარდა ამისა, დახურული პრეზენტაციის დოკუმენტებში საუბარია დემონსტრაციულ ბირთვულ აფეთქებაზე - ბირთვული შეიარაღების გამოცდაზე მოშორებულ რაიონებში, რისი მიზანიც დასავლეთის დაშინებაა.
"ასეთმა დარტყმა იქნება რუსეთის მზაობის დემონსტრაცია გამოიყენოს ზუსტი დამიზნების არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღება"- ნათქვამია დოკუმენტებში.
საყურადღებოა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში არაფერია ნათქვამია მსგავსი დემონსტრაციული აფეთქების შესახებ.
გაზეთის ცნობით, დოკუმენტები 2008-2014 წლებისაა. დასავლელი ანალიტიკოსები, რომლებიც დოკუმენტებს გაეცნენ ამბობენ, რომ დოკუმენტში მოყვანილი პუნქტები თანხვედრაშია ნატოს შეფასებასთან.
დოკუმენტის აქტუალურობაზე მიუთითებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ივნისში ორგანიზებული არასტრატეგიული ბირთვული წვრთნები.
წვრთნების ფარგლებში რუსი სამხედროები რეპეტიციობდნენ ანტი-სახომალდო რაკეტების გადაზიდვას სარაკეტო კატერებით კალინინგრადში - სწორედ აქ ინახება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის დიდი ნაწილი.
მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით Financial Times წერდა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული შეიარაღების გამოყენების ქვედა ზღვარი უფრო დაბალია, ვიდრე ამის შესახებ საჯაროდ არის ცნობილი.
დოკუმენტების მიხედვით, ბირთვული შეიარაღების გამოყენების მიზეზად რუსეთი სტრატეგიული ბომბდამშენების ავიაპარკისა და წყალქვეშა ნავების 20%-ს განადგურებას მიიჩნევს.