გაერო: უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტს სახლის დატოვება მოუწია

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ბავშვების ორ მესამედზე მეტს - 4,8 მილიონ ბავშვს - სახლის იძულებით დატოვება მოუწია, აცხადებს გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია (UNICEF).

UNICEF-ის თანახმად, ომმა 142 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„რეალური მსხვერპლი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს“, - აზუსტებს ორგანიზაცია.

UNICEF-ის პროგრამების დირექტორი, მანუელ ფონტენის თქმით, სამი მილიონი უკრაინელი ბავშვი, ვინც ჯერ კიდევ საკუთარ სახლში რჩება, საკვების უკმარისობის საფრთხის წინაშე დგას.

ფონტენის განმარტებით, ვითარება განსაკუთრებით მწვავეა მარიუპოლსა და ხერსონში, სადაც ბავშვებს კვირების განმავლობაში ცხოვრება წყლის, ნორმალური კვების და ჯანდაცვის გარეშე უწევთ.

 

 

მსგავსი სიახლეები