გაქცევამდე ასადი თავის გარემოცვას არწმუნებდა, რომ რუსეთის დახმარება გზაში იყო

სირიის ყოფილ დიქტატორი ბაშარი ასადი თავის უახლოეს გარემოცვას არწმუნებდა, რომ რუსეთის დახმარება უკვე გზაშია და უმალავდა, რომ უკვე ჰქონდა ქვეყნიდან გაქცევის კონკრეტული გეგმა. 

ქვეყნიდან გაქცევის შესახებ მისი უმცროსი ძმის, მაჰერ ასადისთვისაც კი არაფერი უთქვამს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

გაქცევამდე რამდენიმე საათით ადრე ბაშარ ასადმა შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროში, რომელსაც 30-მდე უმაღლესი თანამდებობის პირი ესწრებოდა. ასადმა უახლოესი გარემოცვის წევრებს განუცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დახმარება უკვე გზაშია და მოუწოდა გენერლებს მომზადებულიყვნენ დედაქალაქის დასაცავად. 

დღის მიწურულს ასადმა საკუთარი აპარატის ხელმძღვანელს უთხრა, რომ მისი რეზიდენციისკენ წავიდოდა, კვალის ასარევად ასადმა რეზიდენციაში მისი მედიაკონსულტანტიც დაიბარა, რომელსაც უთხრა, თუმცა იმ დროს როდესაც დიქტატორის სფიჩრაიტერი რეზიდენციაში მივიდა ასადი უკვე აეროპორტში იმყოფებოდა. 

ასადს გამოსამშვიდობებელი განცხადებაც არ გაუკეთებია მისი ჯარების მხარდასაჭერად, მან უბრალოდ ბედის ანაბარა მიატოვა საკუთარი გარემოცვა. 

მეტიც, გაქცევის შესახებ ბაშარ ასადს საკუთარი ძმაც, მაჰერ ასადიც არ გაუფრთხილებია - წყაროს ცნობით, სირიის მეოთხე ჯავშან-სატანკო დივიზიის მეთაური, მაჰერ ასადი იძულებული იყო სირია დამოუკიდებლად დაეტოვებინა. მაჰერ ასადი ჯერ ერაყში გადაფრინდა, ხოლო შემდეგ მოსკოვში. 

გარდა ამისა, ასადმა ბედის ანაბარა დატოვა მისი ბიძაშვილები იჰაბ და ეიად მახლუფები, სირიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენები - ისინი იძულებულები გახდნენ ავტომობოლით გაქცეულიყვნენ, თუმცა ლიბანის საზღვარზე მათ ჩასაფრება მოუწყვეს. 

Reuters-ის რამდენიმე წყაროს ცნობით, ასადი თავდაპირველად ცდილობდა თავშესაფარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიეღო, თუმცა მას უარი უთხრეს. 

ასადის ევაკუაციის ოპერაციას წყაროს ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა - ლავროვი მუდმივ კონტაქტზე იყო თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც თავის მხრივ კომუნიკაცია ჰქონდათ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამთან და საბოლოოდ დაარწმუნეს აჯანყებულები გაეშვათ ქვეყნიდან ასადი. 

მსგავსი სიახლეები