სამმა გერმანულმა პარტიამ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწია

 

სამი გერმანული პარტიის ლიდერმა ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია.

გერმანელი სოციალ-დემოკრატები, რომლებიც არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდნენ, მწვანეებთან და ლიბერალ თავისუფალ დემოკრატებთან ერთად, კოალიციურ მთავრობას შექმნიან.

კანცლერობის კანდიდატი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცია.

შეთანხმების დეტალებს ოლოფ შოლცი მწვანეების და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებთან ერთად, დღეს წარადგენს.

მოგვიანებით, ამ შეთანხმებას ლიდერები პარტიის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგენენ. მწვანეები გეგმავენ, რომ კონსულტაციებში მათი პოლიტიკური ძალის ყველა წევრი ჩაერთოს.

სოციალ-დემოკრატებმა კი პარტიის რიგგარეშე ყრილობა 4 დეკემბერს დანიშნეს, სადაც გადაწყდება, დაუჭერს თუ არა პარტია მხარს კოალიციურ შეთანხმებას. 

თავისუფალი დემოკრატების ყრილობა კი 5 დეკემბერს ჩატარდება.

დიდი ალბათობით, ოლაფ შოლცი დეკემბრის შუაში, გერმანიის კანცლერი გახდება.

 

მსგავსი სიახლეები