გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ავღანეთს ჰუმანიტარული კატასტროფა ელის

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ავღანეთი „ჩვენი დროის ყველაზე საზარელი ჰუმანიტარული კატასტროფისკენ“ მიექანება.

ქვეყნის მთავარი დიპლომატის თანახმად, ზამთარში გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების წინაშე 24 მილიონამდე ავღანელი დადგება.

ბერბოკმა ავღანელების დასახმარებლად, ვისაც ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის მხრიდან საფრთხე ელით, სამოქმედო გეგმა წარადგინა.

გერმანია უახლოეს მომავალში 15 000-მდე ავღანელ მიგრანტის მიღებას აპირებს.

ცოტა ხნის წინ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ევროკავშირის ქვეყნებს ლტოლვილების ნაწილის მიღება სთხოვა, რომლებიც "უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში იმყოფებიან".

 

მსგავსი სიახლეები