ГУР: ბრიანსკში გავანეიტრალეთ ТU-22M3 ტიპის ბომბდამშენთა ესკადრილიის უფროსი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიხედვით, 20 ოქტომბერს, რუსეთის ბრიანსკის ოლქში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია რუსეთის საჰაერო ძალების 52-ე მძიმე ბომბდამშენთა პოლკის პილოტი, დმიტრი გოლენკოვი.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.

სამხედრო დაზვერვის თანახმად, გოლენკოვი Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენის პილოტი და 52-ე მძიმე ბომბდამშენთა პოლკის ესკადრილიის შტაბის უფროსი იყო.

ГУР-ის მიხედვით, გოლენკოვი სამხედრო დამნაშავე იყო, რომელსაც წვლილი მიუძღოდა უკრაინული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაში, კერძოდ, 2022 წლის 27 ივნისს, პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში, საოკუპაციო არმიის საჰაერო იერიშის შედეგად სავაჭრო ცენტრი "ამსტორის" დაიბომბა, რის შედეგადაც, დაიღუპა 22, ხოლო დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

ამას გარდა, უწყების მიხედვით, სწორედ, გოლენკოვის ესკადრილია იდგა 2023 წლის 14 იანვარს, დნეპრში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის უკან, რასაც, 46 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის, 5 ბავშვი.

 

მსგავსი სიახლეები