ჰუსიტების ორგანიზებულ თავდასხმას აბუ დაბიში სამი პირი ემსხვერპლა
უპილოტო საჰაერო აპარატით თავდასხმას, რომელსაც იემენელი აჯანყებულების დაჯგუფებას მიაწერენ, გაერთიანებული არაბეთის საამიროებში სამი პირი ემსხვერპლა.
თავდასხმა 17 იანვარს აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელდა.
კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა აბუ დაბის ინდუსტრიულ ზონაში, სადაც სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფრასტრუქტურა მდებარეობს.
საამიროელმა დიპლომატმა ანვარ გარგაშმა თავდასხმის ორგანიზებაში ჰუსიტები დაადანაშაულა.
იემენის შიიტური დაჯგუფებამ აღიარა, რომ „საამიროების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ იერიშის ავტორები არიან.
საამიროები 2015 წლიდან საუდის არაბეთის მიერ შექმნილი სამხედრო კოალიციის წევრი იყო, რომლის მიზანი იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
მას შემდეგ აბუ დაბიმ იემენიდან სამხედრო ძალები გამოიყვანა, თუმცა კონფლიქტში კვლავ აქტიურად ჩართული რჩება.
თავდასხმის საპასუხოდ კოალიციამ იემენის დედაქალაქ სანაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ერთი თვის წინ საამიროების მიერ მხარდაჭერილმა იემენის სამთავრობო ძალებმა ჰუსიტებს შაბვას პროვინცია წაართვეს, რითაც ქვეყანაში აჯანყებულების სამხედრო ჰეგემონიას საფრთხე შეუქმნეს.
ჰუსიტები, რომლებიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობენ, პერიოდულად სამხედრო კოალიციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებენ. საამიროებზე ჰუსიტების ორგანიზებული ბოლო თავდასხმა 2018 წელს მოხდა.